საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი 29 ივლისს 17:00 საათზე ქუთაისში მოღვაწე ადვოკატებს შეხვდება, სადაც განიხილება ადვოკატის პროფესიული უფლებამოსილების განხორციელების საკითხები, დაგროვილი პრობლემები და საჭიროებები.
ასევე, ადვოკატებთან ერთად დაიგეგმება მომავალში განსახორციელებელი აქტივობები.
ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს გააცნობს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ნოვაციებს და პროექტებს.
ზაზა ხატიაშვილი შეხვედრებს 29,30 ივლისს ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში გამართავს